ირაკლი კობახიძე: მაქსიმალურად ვცდილობთ, გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა, ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება
“მაქსიმალურად ვცდილობთ, გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა, ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა დაკავშირებადობის ფუნქციის, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძე POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამაში ძალიან დიდი ინვესტიციები იდება.
„ჩვენი გეგმის მიხედვით, 2030 წლის ბოლომდე გზის თითქმის ყველა პრინციპული მონაკვეთი იქნება დასრულებული თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებამდე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.