ირაკლი კობახიძე: ძალიან რთული იყო გასული 2 წელი, გაგრძელდა ის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, რომელსაც მანამდეც აწარმოებდა ევროპული ბიუროკრატია, 4 ოქტომბერს დამხობის მცდელობასაც ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ევროპულმა ბიუროკრატიამ
“ძალიან რთული იყო გასული 2 წელი, გაგრძელდა ის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, რომელსაც მანამდეც აწარმოებდა ევროპული ბიუროკრატია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძე POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მათ შორის ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან იყო ჩარევა საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებში.
„პირდაპირ ევროკავშირის ელჩი გამოვიდა შესაბამისი განცხადებებით. 4 ოქტომბერს, როდესაც საჯაროდ გამოცხადდა დამხობის მცდელობა, ამასაც ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ევროპულმა ბიუროკრატიამ, მისი პრესსპიკერის სახით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.