ირაკლი კობახიძე: პირველ ადგილზე ვართ ევროპაში გასული 5 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, ამას განაპირობებს სწორი კანონმდებლობა, სწორი პრაქტიკა და სწორი მენეჯმენტი

“პირველ ადგილზე ვართ ევროპაში გასული 5 წლის მანძილზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძე POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საშუალო წლიური მაჩვენებელი 5 წლის განმავლობაში იყო 9.3%.

„ამას განაპირობებს სწორი კანონმდებლობა, რომელიც გვაქვს ეკონომიკის სფეროში ჩამოყალიბებული და რომელიც ძალიან კარგად მუშაობს, ასევე, ძალიან სწორი პრაქტიკა, რომელიც არის დამკვიდრებული, სწორი მენეჯმენტი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები