გიორგი ვაშაძე: მიშელის დოკუმენტის დახურდავება პარლამენტში შესვლა-არშესვლით საქართველოს სტრატეგიული განვითარების გზიდან პოლიტიკურ კინკლაობაში დაბრუნების მცდელობაა

“შარლ მიშელის დოკუმენტის დახურდავება პარლამენტში შესვლა-არშესვლით არის მცდელობა, საქართველო სტრატეგიული განვითარების გზიდან ისევ დავაბრუნოთ პოლიტიკურ კინკლაობაში”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დელეგაციები ჩამოდიან საქართველოში, რადგან ხედავენ, შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კიდევ უფრო მეტი პერსპექტივა გაუჩნდა.

„შარლ მიშელის დოკუმენტის დახურდავება პარლამენტში შესვლა-არშესვლით არის მცდელობა, საქართველო სტრატეგიული განვითარების გზიდან ისევ დავაბრუნოთ პოლიტიკურ კინკლაობაში. დელეგაცია დელეგაციაზე ჩამოდის აშშ-დან, დელეგაცია დელეგაციაზე ჩამოდის ევროკავშირიდან იმიტომ, რომ ისინი ხედავენ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ საქართველოს გაუჩნდა კიდევ უფრო მეტი პერსპექტივა ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ამ დროს, როდესაც მესმის მსგავსი ცინიკური გამოსვლები პარლამენტში, არ შემიძლია არ შეგახსენოთ, რომ აქ, პარლამენტში სხედან ხალხის რჩეულები, თქვენ ხმა დაგიჭირათ საქართველოს მოქალაქეებმა და ცინიზმი გაჭირვებაზე პასუხი არ არის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები