“ბიძინა ივანიშვილის განცხადებით გაცხადდა, რომ გიორგი გახარია არ არის არც „ოცნების“ და არც ივანიშვილის პროექტი, გახარია არის სხვა ვინმეს ან რამის პროექტი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით საზოგადოება უახლოეს მომავალში გაიგებს.
„ამ ყველაფრით გაცხადდა, რომ გახარია არ არის არც „ოცნების“ პროექტი, არც ივანიშვილის პროექტი და მგონი, გაცხადდა ისიც, რომ გახარია არის სხვა ვინმეს ან რამის პროექტი. ამაზე უკვე მოგვიანებით გაიგებს საზოგადოება. რაც შეეხება შეფასებას, ღალატი, მოღალატე, ეს საუკეთესოდ ასახავს იმ ყველაფერს, რაც მოხდა ამ წლის თებერვალში საქართველოში. ეს ყველაფერი საუკეთესოდ ასახავს იმას, რა ნაბიჯები გადადგა გახარიამ. ეს, რა თქმა უნდა, იყო გუნდის ღალატი და უფრო მეტიც, როგორც ეს ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში ითქვა, ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და ეს შეიძლება, პოლიტიკურად შეფასდეს, როგორც სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.