„მონეტა, როგორც ლითონის პროკლამაცია“ – მაია პატარიძის ტური მუზეუმში

11 ივნისს, 16:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიმართება ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერის, მაია პატარიძის ტური – „მონეტა, როგორც ლითონის პროკლამაცია“.
„მონეტა პირველ რიგში ფულია, რომლის მოჭრა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იურიდიული აქტია. მონეტა სახელმწიფოებრივი დოკუმენტია და მასზე არცერთი სიმბოლო შემთხვევით არ ხვდება. აქედან გამომდინარე, მონეტაზე დატანილი გამოსახულება უმეტეს შემთხვევაში ქვეყნის საგარეო ორიენტაციის, კონფესიის და პოლიტიკური კრედოს მიმანიშნებელია. ამ მხრივ, არც ქართული ნუმიზმატიკური ძეგლებია გამონაკლისი.
საქართველოში მოჭრილი მონეტების იკონოგრაფია აბსოლუტურ თანხვედრაშია ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურულ ვითარებასთან. შესაბამისად, მონეტას ზოგჯერ ლითონის პროკლამაციას უწოდებენ. სწორედ ამ მიმართულებით, ეროვნული მუზეუმის მიუნცკაბინეტში დაცული მონეტების მაგალითზე ისაუბრებს მაია პატარიძე“, – აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტურზე დასასწრებად, სავალდებულოა რეგისტრაცია: shorturl.at/xCP78

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები