„ბოჭორმის წმინდა გიორგის ეკლესია“ – ასმათ ოქროპირიძის ონლაინლექცია
11 ივნისს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, ხელოვნებათმცოდნე ასმათ ოქროპირიძე გამართავს ონლაინლექციას – „ბოჭორმის წმინდა გიორგის ეკლესია“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ლექცია ეხმაურება ბრიტანეთ-საქართველოს მეგობრობის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებათა სერიას და ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით.
ლექციის მოსმენა შესაძლებელი იქნება ZOOM-ის პლატფორმაზე.
დასასწრებად, სავალდებულოა რეგისტრაცია: https://bit.ly/3iuEbbA