„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და გენერალი გიორგი კვინიტაძე“ – პროფესორ ოთარ ჯანელიძის ტური მუზეუმში

8 ივლისს, 16:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიმართება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ოთარ ჯანელიძის ტური – „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და გენერალი გიორგი კვინიტაძე“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ტურის განმავლობაში მსურველს საშუალება ექნება, დაათვალიეროს ეროვნული გმირის, ცნობილი ქართველი სამხედრო მოღვაწის – გენერალ გიორგი კვინიტაძის (1874-1970) მემორიალური ნივთები, რომლებიც ეროვნულ მუზეუმს ახლახან  გადმოეცა გენერლის შთამომავლებისგან. საბჭოთა ოკუპაციის საგამოფენო სივრცე კი  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობის, ხელისუფლების ემიგრაციაში გახიზვნისა და ქვეყნის ოკუპაციის ისტორიას გააცნობს დამთვალიერებელს.
ტურზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: https://bit.ly/3uHlQuF

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები