ხელოვნების სასახლე, რეზო გაბრიაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, „შერეკილების“ ორიგინალურ ესკიზებს აქვეყნებს
რეზო გაბრიაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ხელოვნების სასახლე „შერეკილების“ ორიგინალურ ესკიზებს აქვეყნებს.
„ვეღარ გაიგო ამ ხალხმა, რომ სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი“, – ნაწყვეტი კინოფილმიდან „შერეკილები” (სცენარის ავტორი: რეზო გაბრიაძე).
გთავაზობთ ხელოვნების სასახლეში დაცულ, რეზო გაბრიაძის მიერ შესრულებულ ორიგინალურ ესკიზებს ფილმიდან „შერეკილები”!
მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მუზეუმი მწუხარებას გამოთქვამს ამ დიდი დანაკლისის გამო“, – აღნიშნულია ხელოვნების სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.