„თვითონ იყო დიმიტრი გელოვანი, რომელიც ყველას მოენატრება“…

მოქანდაკე ირაკლი ჟვანია რევაზ გაბრიაძის გარდაცვალებას სპეციალური სტატუსით ეხმიანება.
„რეზო გაბრიაძემ ქვეყნის ხარისხი ასწია ზემოთ. აი ასე, მოჰკიდა ხელი და აწია. ერთმა კაცმა მთელი ქვეყნის ხარისხი. ჩუმად, წყნარად, ხმაურის გარეშე. მისი სამყარო გახდა ყველა ქართველის სამყარო. მისი ფრაზები გახდა ყველა ქართველის ცხოვრების ნაწილი. რეზომ მოიგონა დიმიტრი გელოვანი, რომელსაც ყველა ეძებს. თვითონ იყო დიმიტრი გელოვანი, რომელიც ყველას მოენატრება. Телеграма тчк я жив тчк весной выставлю работу тчк агули эристави. რეზოს არაჩვეულებრივი გამოფენა სულ იქნება, სანამ მოქანდაკე აგული იცოცხლებს უსასრულოდ.
გმადლობთ, ბატონო რეზო, ყველაფრისთვის.
(და აქ უნდა ისმოდეს გია ყანჩელის მუსიკა, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავს, თუ რას გრძნობს თბილისი, როდესაც რეზო გაბრიაძეს ემშვიდობება)“, – წერს ირაკლი ჟვანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები