თბილისი 24-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს

„ისთერნ პრომოუშენსი“ და „თიბისი კონცეპტი“, თბილისის 24-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. წლევანდელი ჯაზფესტივალის მასპინძელია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ორგანიზატორების ინფორმაციით, ტრადიციულად, წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან.
6 ივლისს მსმენელის წინაშე წარდგა 5 გრემის ჯილდოს მფლობელი ანტონიო სანჩესი, დონი მაკკასლინი, მიგელ ზენონი, სკოტ კოლი; 7 ივლისს – ჯაზის გიგანტი ბრენფორდ მარსალისი.
8 ივლისს კონცერტს გამართავს იამაიკელი ჯაზის ლეგენდა მონტი ალექსანდერი, ტრიოსთან ერთად.
კონცერტების დაწყებამდე, ჯაზფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის კოლექცია – არქეოლოგიური საგანძური, დაათვალიერონ.
ჯაზფესტივალის სტუმრებისთვის კარი 18:00 საათზე გაიხსნება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები