ბექა ლილუაშვილი: ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში უსაფუძვლო პოლიტიკური შეფასებები იყო თითქოს ღალატთან დაკავშირებით
ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში უსაფუძვლო პოლიტიკური შეფასებები იყო თითქოს ღალატთან დაკავშირებით და ა.შ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, ივანიშვილის განცხადება მის პოლიტიკაში დაბრუნებაზე მიუთითებს.
„ჩემი აზრით, ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ წავიდა პილიტიკიდან და ამავდროულად ასეთი შეფასებებით აკეთებს განცხადებებს, ეს ამას მიუთითებს. ჩვენთვის თავის დროზეც სასაცილო ბრალდება იყო და ახლაც გაუგონარი ამბავია, რადგან პირველივე დღიდან, როდესაც ჩვენ მიმართ გაჟღერდა მსგავსი განცხადებები პროექტობასთან დაკავშირებით, ძალიან მკაფიოდ გავაკეთეთ განმარტება, რომ არავითარი ბიძინას პროექტი და არავითარი „ნაცმოძრაობასთან“ აფილირება არაფერ შუაში არ არის.
ჭორაობაა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც სისულელისა და უსაფუძვლო განცხადებების საფუძველზე კეთდება, მათ შორის, პოლიტიკური განცხადებები. ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში უსაფუძვლო პოლიტიკური შეფასებები იყო თითქოს ღალატთან დაკავშირებით და ა.შ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ მოვისმინეთ წერილის შინაარსი. დანარჩენთან დაკავშირებით, მათ შორის, გიორგი გახარიასაც ექნება თავისი პიზიცია უახლოეს მომავალში“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, თებერვალში გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდისა და სახელმწიფოს ღალატი.