ელისო ბოლქვაძე: სხვა გამორჩეულ ევროპულ ქალაქებთან ერთად, “კრეატიული ქალაქების” ნუსხაში შევა ბათუმი

“მინდა, ყველას მოგილოცოთ! იუნესკო-სთან დაწყებული მოლაპარაკებები პარიზში წარმატებით დავასრულეთ, სხვა გამორჩეულ ევროპულ ქალაქებთან ერთად, “კრეატიული ქალაქების” ნუსხაში შევა ბათუმი”, – ამის შესახებ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე  სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ეს მსოფლიო კულტურულ და ტურისტულ  რუკებზე ქვეყნის პოზიციების გაძლიერებას ნიშნავს.

“ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის პოზიციების გაძლიერებას მსოფლიო კულტურულ და ტურისტულ რუკებზე.
ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია.
სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, თანამშრომლობისათვის გულითადი მადლობა მინდა ვუთრა იუნესკო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, ბატონ ერნესტო ოტონეს”, – წერს ბოლქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები