პრეზიდენტი ამირან სვიმონიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

    საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა პოეტის, ამირან სვიმონიშვილის გარდაცვალების გამო და მისი ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს. „ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ახალგაზრდა ქართველი პოეტის მთარგმნელის, გერმანისტისა და პედაგოგის ამირან ( პაკო) სვიმონიშილის გარდაცვალების გამო. მე მას ვიცნობდი, როგორც უნიჭიერეს პოეტსა და მთარგმნელს, მოსწავლეებისთვის უსაყვარლეს პედაგოგს. ამირანი ჩემი თაობის ერთ- ერთი ნათელი და პერსპექტიული პიროვნება იყო. ამ დიდი მწუხარების ჟამს, თანადგომასა და გულრწფელ სამძმარს ვუცხადებ ამირან სვიმონიშვილის ოჯახს, მის მეგობრებსა და ახლობლებს“, – აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები