„უახლესი ქართული თეატრის ტენდენციები“ (1991-2020) – დამხმარე სახელმძღვანელოს წარდგენა გაიმართება

4 ივნისს, 14:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში გაიმართება თეატრის მკვლევრის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ლაშა ჩხარტიშვილის დამხმარე სახელმძღვანელოს – „უახლესი ქართული თეატრის ტენდენციები“ (1991-2020) წარდგენა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, აღნიშნული წიგნი წარმოადგენს პირველ მცდელობას უახლესი ქართული თეატრის (ბოლო ოცწლეულის) შეფასებას ისტორიის რაკურსით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები