ალუდა ღუდუშაური – სენატორების ვიზიტზე: არ ველოდებით კრიტიკულ შეფასებებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური საქართველოში სენატორების ჩამოსვლას ეხმაურება.
მისივე თქმით, ამ ვიზიტის ფარგლებში კრიტიკულ შეფასებებს არ ელოდება.
“ჩვენ არ ველოდებით კრიტიკულ შეფასებებს იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ “ქართულმა ოცნებამ” გადადგა პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ამის ერთ-ერთი დასტური არის ბატონი შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტი, რომელზეც ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, მოვაწერეთ ხელი. ჩვენ, ყველამ ნათლად დავინახეთ, რომ ამ დოკუმენტს არ უერთდება ,,ნაციონალური მოძრაობა,, და ისე აპირებს პარლამენტში შემოსვლას. ამ დოკუმენტს ჰქვია “საქართველოს მომავლისთვის, საქართველოს წინსვლისთვის” და ამას არ უერთდები და ხელს არ აწერ ამ დოკუმენტს, ბუნებრივია, ნიშნავს, რომ, მარტივად რომ ვთქვათ, არ გსურს საქართველოს წინ წასვლა, საქართველოს გაძლიერება”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
საქართველოს კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით, დღეს ეწვია.