პიტერ სიიარტო: უნგრეთი და საქართველო – ჩვენ ვეწინააღმდეგებით ომის ტალღას, გარე ზეწოლასა და უცხოური ინტერესების თავსმოხვევას

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ბუდაპეშტში ქართველ კოლეგასთან მაკა ბოჭორიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი, სადაც მხოლოდ ის ქვეყნები შეძლებენ ძალის შენარჩუნებასა და უსაფრთხოების დაცვას, რომლებიც შეინარჩუნებენ სუვერენიტეტს და არ დაუშვებენ საკუთარი თავის გარედან დაშანტაჟებას. უნგრეთი და საქართველო სწორედ ასეთი ქვეყნებია: ჩვენ ვეწინააღმდეგებით ომის ტალღას, გარე ზეწოლასა და უცხოური ინტერესების თავსმოხვევას“, – აღნიშნა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ვიდრე უკრაინაში ომი მიმდინარეობს და ვიდრე ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტია, „ჩვენ ყოველდღიურად მოგვიწევს წინააღმდეგობა გავუწიოთ ზეწოლას, შანტაჟსა და პროვოკაციებს“.

„ვერც უნგრეთის და ვერც საქართველოს სუვერენული ეროვნული მთავრობების გატეხვა აქამდე ვერ მოხერხდა და ჩვენ არც მომავალში დავუშვებთ, რომ ეს მოხდეს“, – დასძინა პიტერ სიიარტომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები