„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გაკვეთილები“ – ოთარ ჯანელიძის ონლაინლექცია

4 ივნისს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი ოთარ ჯანელიძე გამართავს ონლაინლექციას – „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გაკვეთილები“.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ლექცია ეხმაურება ბრიტანეთ-საქართველოს მეგობრობის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებათა სერიას და ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით.
ლექციის მოსმენა შესაძლებელი იქნება ZOOM-ის პლატფორმაზე. შეხვედრაზე დასასწრებად, სავალდებულოა  რეგისტრაცია: https://bit.ly/3uIEeDg

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები