„ეროვნული გალერეა დაარსებიდან დღემდე“ – კურატორის ტური გაიმართება
4 ივნისს, 16:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება კურატორის ტური – „ეროვნული გალერეა დაარსებიდან დღემდე“, რომელსაც გაუძღვება ხელოვნებათმცოდნე მაკა ბეჟუაშვილი.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ტურის ფარგლებში საუბარი იქნება ეროვნული გალერეის საუკუნოვან ისტორიაზე, მის დაარსებაზე, შენობის არქიტექტურაზე, სხვადასხვა საინტერესო ეტაპსა თუ მოვლენაზე მისი ისტორიიდან.
ტური ეძღვნება ეროვნული გალერეის დაარსებიდან 101 წლის და მისი რენოვაციიდან 10 წლის იუბილეს.
ლექციაზე დასასწრებად, სავალდებულოა რეგისტრაცია: https://bit.ly/3c9W3Vs