პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გადასათვლელი საარჩევნო უბნები გამოავლინა
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, შემთხვევითი შერჩევითობის პრინციპის საფუძველზე, გადასათვლელი საარჩევნო უბნები გამოავლინა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამავე პრინციპით შეირჩნენ საარჩევნო ბიულეტენების მთვლელები.
კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძის განცხადებით, შერჩეული უბნები საქართველოს 7 რეგიონის სხვადასხვა ქალაქშია განაწილებული და წარმომადგენლობითი კუთხით საკმაოდ მოცულობითია.
გივი მიქანაძის ინფორმაციით, შერჩეული 41 უბნიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3 უბანზე დამატებითი გადათვლა უკვე განხორციელდა. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, 38 საარჩევნო უბნიდან შერჩევითობის პრინციპით 20 უბანი გამოავლინა, სადაც ბიულეტინები თავიდან გადაითვლება.
20 საარჩევნო უბნიდან 10 თბილისში (საბურთალო 03.03.77; კრწანისი 01.04.17; საბურთალო 03.03.41; ჩუღურეთი 06.07.13; საბურთალო 03.03.41; ნაძალადევი 07.09.98; მთაწმინდა 01.01.12; ვაკე 02.02.41; საბურთალო 03.03.81 20; ნაძალადევი 07.09.66 ), ხოლო 10 უბანი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში (ქუთაისი 23.59.118 4; ბათუმი 28.79.33 ; მარნეული 13.22.89; მარნეული 13.22.69; ქუთაისი 23.59.85; სამგორი 05.06.92; ბათუმი 28.79.64; ბათუმი 28.79.12; გურჯაანი 09.12.03; ქუთაისი 23.59.98; გურჯაანი 09.12.02 ) მდებარეობს. შერჩეული საარჩევნო უბნებიდან ბიულეტენებს დროებითი საგამოძიებო კომისია წერილობით დღესვე გამოითხოვს. ბიულეტენების გადათვლის პროცესის დასრულება კვირის ბოლომდე მოხდება, – აღნიშნულია ინფორმაციაში.