სალომე სამადაშვილი: ვფიქრობ, გახარიას გადაწყვეტილება პოლიტიკური საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვის შესახებ ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე არ მიუღია

“მე ვფიქრობ, რომ გიორგი გახარიას გადაწყვეტილება პოლიტიკური საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვის შესახებ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე არ მიუღია”, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

“ჩემი პირადი შეფასება არის ის, რომ იმ გზავნილებიდან, რაც მოვისმინეთ ჯერჯერობით ბატონი გახარიასგან, მე ვერ დავინახე, რომ პოლიტიკურ საქმიანობას ივანიშვილთან შეუთანხმებლად ეწევა. ვნახოთ, რა გზავნილებს მოვისმენთ მისგან მომავალში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გახარიას გადაწყვეტილება პოლიტიკური საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვის შესახებ ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე არ მიუღია”, – ამბობს სალომე სამადაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები