შალვა პაპუაშვილი: გიორგი გახარია უმრავლესობის წევრებს არწმუნებდა, რომ ნიკა მელიას დაპატიმრება მნიშვნელოვანი იყო, აზრი რამდენიმე საათში შეიცვალა
”გიორგი გახარია უმრავლესობის წევრებს არწმუნებდა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საჭიროებასა და იმაში, რომ მისი დაპატიმრება მნიშვნელოვანი იყო. მან აზრი რამდენიმე საათში შეიცვალა”, – ამის შესახებ უმრავლესობის ერთერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გახარიამ თავის საქციელი უნდა ახსნას.
“გიორგი გახარია უმრავლესობის წევრებს არწმუნებდა, რომ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი იყო და როცა მელიამ მართლმსაჯულებას ასეთი გამოწვევა ესროლა, სახელმწიფოს რეაქცია უნდა ჰქონოდა. იყო განცხადება, თითქოს, ეს იყო გახარიას თანამდებობიდან გადადგომის საფუძველი. უმრავლესობის 90 წევრია მოწმე, რომ უმრავლესობის შეხვედერაზე გიორგი გახარია უმრავლესობის წევრებს არწმუნებდა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საჭიროებასა და იმაში, რომ მისი დაპატიმრება მნიშვნელოვანი იყო. მან აზრი რამდენიმე საათში შეიცვალა. მან ეს უნდა ახსნას”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.