ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
1 ივნისს, 13:00 -16:00 საათზე, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ღია ცის ქვეშ, ეროვნული სასახლე და ეროვნული მუზეუმი სხვადასხვა აქტივობას, ყველაზე ფერად საბავშვო ღონისძიებას უმასპინძლებს.
ორაგნიზატორების ინფორმაციით, სივრცეში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა გასართობ – შემეცნებითი ზონა; გამოიფინება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების აღსაზრდელების ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები;
მოეწყობა აუდიო-ვიზუალური მიმართულების ფოტოგამოფენა;
საკუთარ აქტივობებს წარმოადგენენ ეროვნული სასახლის ქართული ენის, ლიტერატურისა და ფოლკლორის მიმართულება, სამეცნიერო კუთხე და თბილისის ამერიკული კუთხე.
15:00 საათზე ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ეროვნული სასახლის მუსიკალური მიმართულების ანსამბლები:
მევიოლინეთა ანსამბლი ,,სიმი”- ხელმძღვანელი ლენა ცარციძე; ანსამბლი „საუნჯე“ – ხელმძღვანელი ლევან ქორიძე; ვოკალური (მოსამზადებელი) ჯგუფი – ხელმძღვანელი მანანა ბალამწარაშვილი;