„ცუდი ხალხი” Indie Short Fest-ის დაჯილდოების ნომინანტია
გიორგი თავართქილაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ცუდი ხალხი” ლოს-ანჯელესში, Indie Short Fest-ის დაჯილდოებაზე 2 ნომინაციაშია წარდგენილი: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი და საუკეთესო სამსახიობო ანსამბლი.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონია ოქტომბერში გაიმართება. სიმბოლურია, რომ Indie Short Fest იყო პირველი საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელმაც 2019 წელს „ცუდი ხალხი” თავისი პროგრამისთვის შეარჩია.
„ცუდი ხალხის” ევროპული სატელევიზიო პრემიერა შედგება ივნისში ტელეარხზე Catalan TV, რომელიც ერთ-ერთი რეიტინგული ტელევიზიაა ესპანეთში.
ასევე, გიორგი თავართქილაძის კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარი „ერთი საათი” წარმოდგენილი იქნება დანიაში, Odense International Film Festival-ის მთავარ კონკურსში.