ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ფერმერებს შეხვდა

თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეხვედრები გაიმართა, თემაზე: „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპის ბაზარზე”.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგა ადგილობრივ ფერმერებთან, სადაც ასევე, მონაწილეობდა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი. ჯგუფის წევრებმა ადგილზე დავთვალიერეს USAID-ის და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო პირველადი და გადამამუშავებელი საწარმოები.

„თემატური მოკვლევა ითვალისწინებს რეგიონებში აგრარული მიმართულებით განვითარების შესაძლებლობის შესწავლას და იმ საჭიროებების იდენტიფიცირებას, რომელიც გააჩნიათ ჩვენს თანამოქალაქეებს. ძალიან საინტერესო და სასარგებლოა, როდესაც ერთი მხრივ, ვხედავთ რომ პოლიტიკის შემქმნელი პირები, საქართველოს პარლამენტის წევრები და თემატური კომიტეტი აქ არის მეორეს მხრივ, ადგილობრივებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მათ გააცნონ საკუთარი ინფორმაცია და გამოცდილება და მესამე მხრივ, ასევე, აქ არიან დონორები რომლებმაც შემდგომში უნდა გაითვალისწინონ ის რეალობა რაც გვაქვს ადგილზე, რათა შესაბამისი დონორული პროგრამებით შევძლოთ ადგილობრივი წარმოების კიდევ უფრო გაძლიერება”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები