გვიან ღამით, პეკინის გამზირზე, საიუველირო მაღაზიაში ავტომობილი შევარდა

თბილისში, პეკინის გამზირზე, მსუბუქი ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა, რის შემდეგაც საიუველირო მაღაზიაში შევარდა.

არსებული ინფორმაციით, ჩამსხვრეულია მაღაზიის ვიტრინა და დაზიანებულია შენობის ფასადი.

თვითმხილველების თქმით, ინციდენტის შედეგად მძღოლი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები