ლევან ნიკოლეიშვილი – პარტტელევიზიების ნარატივი, თითქოს საქართველო დასავლეთის რადარებიდან გაქრა და მალე სასტიკი სანქციები დაუწესდება, დასრულებულია
ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ს „საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთების” პროგრამაში საქართველოს პრიორიტეტულ ქვეყნად დასახელებას მიესალმება.
მისი თქმით, მავნებელი ოპოზიციის, მათთან აფილირებული არასამთავრობო სექტორისა და პარტტელევიზიების ნარატივი, თითქოს საქართველო დასავლეთის რადარებიდან გაქრა და მალე სასტიკი სანქციები დაუწესდება, დასრულებულია. სინამდვილეში აშშ-დან საქართველო 2022 წელს უპრეცედენტო მხარდაჭერას მიიღებს.
“არც თუ ისე, დიდი ხნის წინ, თუ მუდმივად არა, მავნებელი ოპოზიცია, მათთან აფილირებული არასამთავრობო სექტორი და პარტტელევიზები სიხარულითა და ნიშნის მოგებით გვამცნობდნენ, რომ საქართველო დასავლეთის რადარებიდან გაქრა. უფრო მეტიც, მალე სასტიკი სანქციები დაუწესდებოდა ჩვენს სამშობლოსა და ცალკეულ პირებს, და ეს ყველაფერი იმიტომ ხდებოდა, რომ ხელისუფლებაში “ქვეყნის დამქცევარი” „ქართული ოცნება“ იყო! კატასტროფული სურათია, არა? წესით და რიგით, სულ ცოტა, უნდა გვეშინოდეს… მაგრამ, უი, თურმე, რა ხდება სინამდვილეში: „ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ფისკალური წლის პროექტით „საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნისთვის“ პროგრამებისთვის ევროპას 26,9 მილიონი აშშ დოლარი უნდა გამოეყოს. დოკუმენტის თანახმად, დახმარების პრიორიტეტულ მიმღებებს შორის არიან საქართველო, უკრაინა, თურქეთი, პოლონეთი, რუმინეთი და ბულგარეთი.“ …მოიცა, მოიცა რადარებიდან გამქრალ ქვეყანას, ასე უწესებენ სანქციებს?
არა, რა, ეს ამერიკელები, ნაღდად ვერ გებულობენ „ოპოზიციურ ჭეშმარიტებას“ და ეს უკვე მერამდენედ, როგორც ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორსა და ძალიან მნიშვნელოვან მეგობარს, ისევ გვერდში გვიდგანან, მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინონ, თუ როგორ და მერამდენედ აწყენინეს და გული მოკლეს მავნებელ ოპოზიციას, მათთან აფილირებული არასამთავრობო სექტორსა და პარტტელევიზიებს…” – წერს სოციალურ ქსელში ლევან ნიკოლეიშვილი.