ვლადიმერ ბოჟაძე – ნაცმოძრაობის ლიდერები პირდაპირ აჟღერებენ გახარიასთან დაკავშირებულ მოლოდინებს, ალბათ ამიტომაც არის ,,კრიტიკული მედია” მისი ,,პიარით” დაკავებული

“ნაცმოძრაობის” ლიდერები პირდაპირ აჟღერებენ გახარიასთან დაკავშირებულ მოლოდინებს, ალბათ ამიტომაც არის ,,კრიტიკული მედია” არა გახარიას ,,გაშავებით” არამედ მისი ,,პიარით” დაკავებული, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, გიორგი გახარია ” საეჭვო თამაშში ერთვება”

“რამდენიმე დღის წინ გახარიაზე სტატია დაიწერა, რომ გავრცელდებოდა ჭორები თითქოს ის არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი, რომ ,,ქართულ ოცნებას” ხმებს წაართმევს და ვერ გადალახავს 43%-იან ბარიერს, იქნება რიგგარეშე არჩევნები და ა.შ. ეს ყველას ჭორები გვეგონა, თუმცა “ნაცმოძრაობის” ლიდერები პირდაპირ აჟღერებენ გახარიასთან დაკავშირებულ მოლოდინებს, ალბათ ამიტომაც არის ,,კრიტიკული მედია” არა გახარიას ,,გაშავებით” არამედ მისი ,,პიარით” დაკავებული, ამით სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ გიორგი გახარია ძალიან საეჭვო თამაში ერთვება. იმედია დღევანდელი პრეზენტაცია უფრო ბევრ კითხებსა და ეჭვებს არ გააჩენს, დაველოდოთ”,- წერს ბოჟაძე.

შეგახსენებთ, დღეს ყოფილი პრემიერის პარტიის პრეზენტაცია გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები