საბერძნეთის პარლამენტის პრეზიდენტი კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს
საბერძნეთის პარლამენტის პრეზიდენტი, კონსტანტინოს ტასულასი კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევას ულოცავს.
„მსურს პირადად და საბერძნეთის პარლამენტის წევრების სახელით გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გისურვოთ წარმატებები თქვენი მოვალეობების შესრულებისას.
გამოვთქვამ რწმენას, რომ ამ თანამდებობაზე თქვენ შეიტანთ მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო საპარლამენტო თანამშრომლობის ხელშეწყობასა და როგორც ორმხრივი, ასევე საპარლამენტო ურთიერთობების გამყარებაში. გიდასტურებთ ჩემს უღრმეს პატივისცემას”,- წერია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის გამოგზავნილ წერილში.