ჯინ შაჰინი: რუსეთის მზარდი აგრესიის წინააღმდეგ საქართველო და უკრაინა აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან

“ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინას მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევაში”, – ამის შესახებ სენატორი, ჯინ შაჰინი აცხადებს.

მისივე თქმით, აღნიშნული ქვეყნების ლიდერებმა დემოკრატიის გაძლიერება უნდა განაგრძონ.

„რუსეთის მზარდი აგრესიის წინააღმდეგ უკრაინა და საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ვუჩვენოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელ და ქართველ ხალხს და გავამხნევოთ პოლიტიკური ლიდერები, გააგრძელონ აუცილებელი რეფორმები, რაც გააძლიერებს დემოკრატიას მათ ქვეყნებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინასა და საქართველოს მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევაში. ამერიკის შეერთებული შტატები მოწადინებულია, ხელი შეუწყოს ნატო-სა და ევროკავშირის წევრობის რეალობად ქცევას”, – განაცხადა შაჰინმა.

საქართველოს, სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით, კონგრესის დელეგაცია ეწვევა.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტი მომავალ კვირაში შედგება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები