ანზორ ბიწაძე: კელი დეგნანთან შეხვედრაზე წამოვჭერით მთელი რიგი საკითხები, რომლებიც გვადარდებს

“ამ შეხვედრაზე წამოვჭერით მთელი რიგი საკითხები, რომლებიც გვადარდებს იმისთვის, რომ კვლავ არ გვქონდეს ისეთი გამოწვევები 2021 წლის არჩევნებზე, როგორიც გვქონდა საპარლამენტო არჩევნების წინ”, – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ წევრმა, ანზორ ბიწაძემ არასაპარლამენტო ოპოზიციასა და აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ელჩთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო.

“ამ შეხვედრაზე წამოვჭერით მთელი რიგი საკითხები, რომლებიც გვადარდებს იმისთვის, რომ კვლავ არ გვქონდეს ისეთი გამოწვევები 2021 წლის არჩევნებზე, როგორიც გვქონდა საპარლამენტო არჩევნების წინ და რომელიც აღმოჩნდა, რომ დაუძლეველი იყო ოპოზიციისთვის. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქალბატონ დეგნანთან შეხვედრა, მან ყურადღებით მოისმინა არგუმენტები და ვაპირებთ, აქტიურად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით, მათ შორის, სამოქალაქო სექტორთან ერთად”, – განაცხადა ბიწაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები