მაია ბითაძე: საქართველო განაგრძობს ევროპულ გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან დაახლოებას
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების თემატური საკოორდინაციო ჯგუფის ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
„საქართველოს პარლამენტი აცნობიერებს თავის როლს მდგრადი განვითარების პროცესში, ამის ნათელი მაგალითია ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ეფექტური გარემოსდაცვითი მმართველობისა და შემუშავებული კანონმდებლობის თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ მიღებული კანონებით ინერგება ამ სფეროების მართვის ევროპული სტანდარტები, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის მდგრად განვითარებას.
საქართველო განაგრძობს ევროპულ გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან დაახლოებას”, – განაცხადა მაია ბითაძემ. მაია ბითაძემ მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებსა და შეხვედრის მონაწილეებს კომიტეტის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტები გააცნო.