სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით, საქართველოს კონგრესმენთა დელეგაცია ეწვევა
საქართველოს სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით კონგრესის დელეგაცია ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტი მომავალ კვირაში შედგება.
“კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით, საქართველოს მომავალ კვირას ეწვევა, რათა გააჟღეროს ორპარტიული გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად”, – ნათქვამია ინფორმაციაში.