არჩილ თალაკვაძე: “ნაცმოძრაობა“ დილემის წინაშეა

“ნაციონალური მოძრაობა“ დილემის წინაშეა, ჩაერთოს თუ არა საპარლამენტო პროცესში”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის მიზანი არეულობაა.

„რადიკალური ოპოზიციის მიზანი საპარლამენტო პროცესში ჩართვა კი არ არის, მათი კონკურენციის მოედანი ნორმალური პოლიტიკური პროცესი და პარლამენტი კი არ გახლავთ, არამედ ეს არის პოლიტიკური პარტია და ჯგუფი, რომლის გენეტიკური კოდის ნაწილია დესტაბილიზაცია და არეულობა. შესაბამისად, როგორც კი პროცესი გადავიდა ნორმალურ ფარგლებში, რეჟიმში, მათ საკუთარი თავი ამაში ვეღარ დაინახეს და დღემდე არიან დილემის წინაშე, ჩაერთონ თუ არა საპარლამენტო საქმიანობაში. ხვდებით, ევროპელებისთვის როგორი წარმოუდგენელი ამბავი გახლავთ, როდესაც მსჯელობს, უნდა ჩაერთოს თუ არა საპარლამენტო პროცესში, რისთვისაც მოქალაქეებმა მათ ხმები მისცეს. ეს გაუგებარია კალიურანდისთვის. დარწმუნებული ვარ, არაერთი ევროპარლამენტარისთვის არის გაუგებარი, თუ რატომ და როგორ იქცევა ეს რადიკალური ოპოზიციური პარტია – „ნაციონალური მოძრაობა“. მაგრამ უკვე საპარლამენტო პროცესი, მრავალპარტიული პოლიტიკა პარლამენტში არის, შეთანხმება ხელმოწერილია, ხელოვნური კრიზისი დასრულებულია და ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ შემოვა თუ არ შემოვა, ეს საპარლამენტო ოპოზიციის პრობლემა კი აღარ არის, არამედ დილემაა კონკრეტულად ამ პარტიის, რომელიც ხვდება, რომ ვინაიდან ხალხს და თავის მხარდამჭერებს ატყუებდა, ორივე შემთხვევაში, წაგებული რჩება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები