გიორგი აბაშიშვილი გახარიას გუნდს უერთდება

საქართველოს ექსპრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, გიორგი აბაშიშვილი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდს უერთდება.

როგორც აბაშიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მისი და გიორგი გახარიას ხედვები ერთმანეთს ძალიან ემთხვევა.

“ორი თვის წინ აღვნიშნე და ვისურვე, რომ პოლიტიკაში დარჩენილიყო, დარჩა და აქტიურდება. მე მისი პოლიტიკაში ყოფნა მომწონს, ჩვენი ხედვები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს! ვაფასებ მის თანამოაზრეებს და, შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, მხარი დავუჭირო და შევუერთდე გახარიას გუნდს!”, – წერს აბაშიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები