კახა კუჭავა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს პიტერ ვიბლერს, USAID/საქართველოს დემოკრატიის, უფლებების და მმართველობის ოფისის ხელმძღვანელ ადამ შმიდტსა და USAID/საქართველოს დემოკრატიის, უფლებების და მმართველობისოფისის პროექტების მენეჯერს, რუსუდან ტაბატაძეს შეხვდა.
როგორც “კვირას” პარლამენტიდან აცნობეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგსა და პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.
მათივე იცფორმაციით, მხარეებმა, ასევე, USAID-ის გეგმები მიმოიხილეს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
საუბარი შეეხო ევროკავშირის მედიაციით შემუშავებული დოკუმენტის დროულ და სრულყოფილ იმპლემენტაციას.