ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს- 1918 წელს მიღებული დამოუკიდებლობის აქტი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების პრინციპებს განსაზღვრავდა, რის საფუძველზეც ქართველი ერი ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ ისწრაფვის, დარწმუნებული ვარ, საქართველო ამ ფასეულობებს განამტკიცებს
ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
მილოცვაში ნათქვამია, რომ ლიეტუვა მტკიცედ გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ევროპული და ევრო-ატლანტიკური გეზის მხარდაჭერას. “ბატონო პრემიერ-მინისტრო! ნება მიბოძეთ ლიეტუვის მთავრობის სახელით თქვენ და ქართველ ერს გულთბილად მოგილოცოთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 103 წლის იუბილე. უწყვეტ წარმატებასა და კეთილდღეობას ვუსურვებ თქვენს ქვეყანას.
1918 წელს მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი განსაზღვრავდა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების პრინციპებს, რის საფუძველზეც ქართველი ერი დღეს უკვე ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ ისწრაფვის. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამ ფასეულობებს განამტკიცებს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე რეფორმების საშუალებით დაწინაურების პროცესში. ლიეტუვა მტკიცედ გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე როგორც მისი ევროპული და ევრო-ატლანტიკური გეზის მხარდაჭერას.
ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ საქართველოსა და ლიეტუვის ორმხრივი თანამშრომლობისა და ჩვენს ერებს შორის ურთიერთობების შემდგომი გაძლიერებისთვის. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნება”,-ნათქვამია ინგრიდა შიმონიტეს მილოცვაში.