ლევან იოსელიანი: სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ პროცესში არასამთავრობო სექტორი უნდა ჩაერთოს
„მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი ფიქრობს, რომ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ პროცესში არასამთავრობო სექტორი უნდა ჩაერთოს.
„მმართველი პარტიისგან მოვისმენთ, როგორ წარმოუდგენიათ შარლ მიშელის დოკუმენტით სასამართლო სისტემის რეფორმა. კონკრეტულად მაინტერესებს, რაზე არიან წამომსვლელები და როგორ წარმოუდგენიათ რეფორმის ჩატარება. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს, რომ ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა ჩაერთონ, რომელთაც საინტერესო ხედვა აქვთ. ამის შემდეგ ნათლად გამოიკვეთება, შევძლებთ თუ არა, სასამართლოში ისეთი სისტემური ცვლილებები განვახორციელოთ, როგორიც გავაკეთეთ საარჩევნო კოდექსში, თუ ესეც იქნება რაღაც კოსმეტიკური ცვლილებები, რაც, რეალურად, არაფერს არ შეცვლის”, – განაცხადა იოსელიანმა.