ალეკო ელისაშვილი: ტვინი ამიდუღდა, რომ ამნისტიაზე „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის კანონპროექტებს შორის განსხვავება გამეგო

“ამიდუღდა ტვინი, რომ გამეგო, რა განსხვავებაა “ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის კანონპროექტებს შორის და არაფერი დიდი ფატალური განსხვავება არ არის”, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამნისტიის კანონპროექტზე მხარეებს შორის შეთანხმების რესურსი არსებობს.

„რამდენადაც მე ვიცი, კახა კუჭავას კაბინეტში იყო კომპრომისულ ვარიანტზე მსჯელობა. რამდენადაც ვიცი, დიდწილად, ეს ოპოზიციას მოსწონდა, მაგრამ მერე ვნახეთ პოლიტიკური შოუ და მე პირადად მიმაჩნია, რომ გუშინ მთელი დრო დავკარგეთ ძალიან არასაჭიროდ. დანარჩენი ოპოზიციისგან განსხვავებით, ჩვენ ბოლომდე ვისხედით და უბრალოდ კითხვა არ დავსვით და არ წავედით. ბოლომდე ვისხედით და ამიდუღდა ტვინი, რომ გამეგო, რა განსხვავებაა ორ პროექტს შორის და არაფერი დიდი ფატალური განსხვავება არ არის, ამდენად, სავსებით შესაძლებელია კომპრომისი. გაუგებარია ან აქედან გაჯიქება ან იქედან, ეს რა არის? რა წესია ამ ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებული და, მით უმეტეს, გაუგებარია, გამორთულ კამერებთან რომ სხვანაირად საუბრობენ და ჩართულთან – სხვანაირად. შეთანხმების რესურსი არსებობს იმიტომ, რომ ამ ორ დოკუმენტს შორის არ არის არსებითი განსხვავება. არ არის ამნისტიის საკითხი ისეთი, რომელზეც საქართველოს მომავალია დადებული, მით უმეტეს ვისაც უნდა შეეხოს, ის ამბობს არ მინდა, არ მინდაო. შესაბამისად, ამაო ძალისხმევაა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები