ვიოლა ფონ კრამონი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბრიუსელში შეხვდა. ამის შესახებ ევროპარლამენტარი „ტვიტერში“ წერს.
„რომ შევაჯამო ჩემი ძალიან დატვირთული და ინფორმაციული ვიზიტი უკრაინაში, მე შევხვდი მიხეილ სააკაშვილს აქ, ბრიუსელში.
ჩვენ ზოგადად ბევრ რამეში ვერ ვთანხმდებით, მაგრამ ჩვენ ვთანხმდებით, რომ მარიუპოლის განვითარება მთავარია, რათა წინ აღვუდგეთ რუსეთის ოკუპაციას და უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.