გივი მიქანაძე: პოლიტიკური სუბიექტი, ვინც „ნაცმოძრაობის“ მაღალჩინოსნის, კეზერაშვილის მხრიდან ფინანსდება, მიუღებელია ჩვენი პარტიისთვის

ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი მიქანაძე ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის შესაძლო დამფინანსებლების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, პოლიტიკური სუბიექტი, ვინც „ნაცმოძრაობის“ მაღალჩინოსნის კეზერაშვილის მხრიდან ფინანსდება, საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია.

„ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტი. აქ შემიძლია, მხოლოდ ერთადერთი განცხადება გავაკეთო, რომ ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი, ვინც შეიძლება, დაფინანსდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ისეთი მაღალჩინოსნის მხრიდან, როგორიც კეზერაშვილია, აბსოლუტურად მიუღებელია როგორც ჩვენი პარტიისთვის, ისე – საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის“, – განაცხადა მიქანაძემ.

„გიორგი გახარიამ დამფინანსებელი იპოვა“ – ამ სათაურით მედიაში სტატია გავრცელდა. ჟურნალისტი წერს, რომ გახარიას ფინანსური პარტნიორი დავით კეზერაშვილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები