ზახაროვა დუდას პასუხობს: იხილეთ, როგორია “ნორმალურობა” პოლონურად
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა თბილისში პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც მან რუსეთი აგრესორ ქვეყნად მოიხსენია და თქვა, რომ რუსეთი “ნორმალური სახელმწიფო არ არის”.
დუდას თქმით, “რუსეთის აგრესიული, იმპერიალისტური ქმედებები, რომელიც ხალხს განვითარების, ნორმალური ცხოვრების საშუალებას ართმევს, სახელმწიფოების განადგურებასა და ომებს იწვევს”.
ზახაროვამ სოციალურ ქსელში “პოლონურად ნორმალურობის” მაგალითი მოიყვანა.
“ერაყის წინააღმდეგ აშშ-ნატო-ს ომის შემდეგ, ქვეყანა ოთხ სამხედრო ზონად დაიყო. ერთი ზონა გადაეცა პოლონეთის კონტინგენტს. ერაყში პოლონეთის გარნიზონები განლაგდნენ. ამ ქვეყანაში პოლონეთის ჯარის საერთო რაოდენობა 2003 წლიდან 2005 წლამდე იყო, დაახლოებით, 1700 ჯარისკაცი, მოგვიანებით კი, როგორც მახსოვს, გაიზარდა 2400-მდე.
ერაყში პოლონელი ჯარისკაცები რამდენიმე წლის განმავლობაში კლავდნენ არა მხოლოდ ერაყელებს, არამედ – თანამოაზრეებსაც. მაგალითად, 2004 წლის 8 ივნისს, ქალაქ ეს სუვაირას მიდამოში პოლონეთის სამხედრო კონტინგენტის მიერ ასაფეთქებელი ნივთიერების გადაზიდვის დროს აფეთქებას საოკუპაციო ძალების ექვსი სამხედრო დაიღუპა (სლოვაკეთის საინჟინრო ქვედანაყოფის სამი წევრი, პოლონეთის ორი და ლატვიის ერთი სამხედრო).
2008 წელს ერაყიდან პოლონეთის ჯარი გაიყვანეს.
რამდენი მშვიდობიანი ერაყელია მოკლული, ჯერ არ დათვლილა. უფლებადამცველ ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ – ასობით ათასი.
და მათგან რამდენია მოკლული პოლონელი ჯარისკაცების მიერ “ნორმალური” ქვეყნიდან”, – წერს ზახაროვა.