ხატია დეკანოიძე: ლევან ვასაძეს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ მივცემდი – საქართველოში ანტისახელმწიფოებრივ პოზიციას ატარებს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე “ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელს, ლევან ვასაძესა და კრემლის იდეოლოგად მიჩნეულ, ალექსი დუგინს შორის გამართულ შეხვედრას აფასებს.

​დეკანოიძის თქმით, ვასაძე საქართველოს მტრებთან შეხვედრასა და ქვეყანაში ანტისახელმწიფოებრივი პოზიციის გატარებას არ ერიდება.

“ეს არის ღია დეკლარირება იმის, რომ ლევან ვასაძე ატარებს ანტისახელმწიფოებრივ, მოღალატეობრივ პოზიციას საქართველოში. არ ერიდება დუგინთან, საქართველოს მტერთან ურთიერთობას და ის ამას აკეთებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ეს სიმბოლურია. მე, მაგალითად, არ მივცემდი უფლებას, რომ არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. ისეთი განცდა მაქვს, რომ მას ამ შეხვედრის დამალვა არ უნდოდა”, – განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, გუშინ სოციალურ ქსელში ლევან ვასაძისა და ალექსი დუგინის შეხვედრის ამსახველი ფოტო გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფოტომასალა მოსკოვის რესტორანში ქართველმა ემიგრანტებმა გადაიღეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები