ოთარ ზურაბიშვილი: გიორგი კვინიტაძის ნეშტი 100-წლიანი განშორების შემდეგ სამშობლოს უბრუნდება

“გიორგი კვინიტაძის ნეშტი 100-წლიანი განშორების შემდეგ სამშობლოს უბრუნდება”, – ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს სათვისტომოს ხელმძღვანელმა, ოთარ ზურაბიშვილმა სამების საკათედრო ტაძარში დასვენებული გენერალ გიორგი კვინიტაძის ცხედართან განაცხადა.

მისი თქმით, ესაა დემოკრატიული, დამოუკიდებელი რესპუბლიკის მტკიცებულება მსოფლიოს წინაშე.

„დღეს ყველა ქართველი ისტორიული მოვლენის მომსწრენი ვართ, გიორგი კვინიტაძის ნეშტი 100-წლიანი განშორების შემდეგ სამშობლოს უბრუნდება. პანთეონში შემოდის დამოუკიდებელი საქართველოს ჯარების მთავარსარდალი, მასთან ერთად შემოდის წარსული და ისტორია. თანამედროვე საქართველოს ისტორიის ჩამოყალიბებას ერთი ქვა ემატება. ესაა დემოკრატიული, დამოუკიდებელი რესპუბლიკის მტკიცებულება მსოფლიოს წინაშე. ქვეყნისა, რომელიც უსწრებს დროს. როდესაც გიორგი კვინიტაძემ შექმნა და ააწყო ქართული არმიის სტრუქტურა, მან საქართველოს ბრძოლის შესაძლებლობა მისცა, მაშინაც კი, როცა ბოლო ბრძოლები დღეს გვაგრძნობინებენ მარცხით განცდილ ჭრილობებს. სწორედ ეს სული, ეს ბრძოლა ზრდის საქართველოს წინააღმდეგობის გაწევასა და ბრძოლისუნარიანობას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს სამშობლოში, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები