გიორგი კვინიტაძის შვილიშვილი: სანამ ბაბუაჩემი გარდაიცვლებოდა, მისი ოცნება იყო საქართველოში დაბრუნება, მისი ოცნება იყო, რომ დაკრძალულიყო საქართველოში

“​სანამ ბაბუაჩემი გარდაიცვლებოდა, მისი ოცნება იყო საქართველოში დაბრუნება, მისი ოცნება იყო, რომ დაკრძალულიყო საქართველოში”, – ამის შესახებ გენერალ გიორგი კვინიტაძის შთამომავალმა, მარიამ დაბომ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო პატარა სახელმწიფოა, მაგრამ ძალიან ძლიერი ერია.

„​10 წლის ვიყავი, როცა ბაბუაჩემი გარდაიცვალა. ჩვენ პარიზის გარეთ ვცხოვრობდით. მაშინ ჩემი აღქმა იყო, რომ საყვარელი ბაბუა დავკარგე. ის ძალიან მოსიყვარულე ბაბუა იყო. საქართველოს შესახებ კი ჩემი აღქმა იყო, რომ ეს ქვეყანა იყო დიდი საფრთხის ქვეშ. საქართველო საბჭოთა რეჟიმის ქვეშ არსებობდა, მე ყოველთვის ვგრძნობდი შავ ღრუბელს, რომელიც ჩემი სახლის ზემოთ იყო. კერძოდ, საბჭოთა რეჟიმის გავლენას, რომელსაც ოკუპირებული ჰყავდა საქართველო. ჩვენ ყოველთვის ვღელავდით საქართველოზე, ქართველ მეგობრებზე, ვფიქრობდით და ვდარდობდით იმაზე, თუ როგორ იყო ყველა საქართველოში. სანამ ბაბუაჩემი გარდაიცვლებოდა, მისი ოცნება იყო საქართველოში დაბრუნება. მისი ოცნება იყო, რომ დაკრძალულიყო საქართველოში. სწორედ პრემიერმინისტრისა და მთავრობის დახმარებით, ეს შესაძლებელი გახდა. მისი ოცნება ახდა, დღეს აქ ვართ და მისი დაკრძალვა მოხდება სამშობლოში.

შთამბეჭდავია ქართველი ხალხის ძლიერი სულისკვეთება. ეს არის ერი, რომელიც ერთმანეთის გვერდით იდგა, გეოგრაფიაც კი მთაგორიანი აქვს. საქართველო საუკუნეების განმავლობაში გადაურჩა გეოპოლიტიკას“, – აღნიშნა მარიამ დაბომ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს სამშობლოში დაკრძალავენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები