კელი დეგნანი: აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ძალისხმევას, რათა განაგრძოს მართლმსაჯულების გაძლიერება და გახადოს უფრო დამოუკიდებელი

“აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ძალისხმევას, რათა განაგრძოს მართლმსაჯულების გაძლიერება და გახადოს უფრო დამოუკიდებელი”, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩი იმედოვნებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების დანიშვნის პროცედურებს გადაავადებს.

„აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ძალისხმევას, რათა განაგრძოს მართლმსაჯულების გაძლიერება და გახადოს უფრო დამოუკიდებელი. დანიშვნის პროცედურა, იქნება ეს უზენაესი სასამართლოს უმაღლესი საბჭო თუ უზენაესი სასამართლო, არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას, სადაც მხარეები შეთანხმდნენ განეხორციელებინათ არსებითი და მნიშვნელოვანი რეფორმები უზენაესი სასამართლოს უმაღლეს საბჭოში, შერჩევის, დანიშვნისა და დაწინაურების პროცესში, ისევე როგორც უზენაესი სასამართლოს შერჩევის პროცესში. ეს დანიშვნები უნდა მოხდეს ახალი, რეფორმირებული და ძლიერი სისტემით, რომელიც მხარეებსა და ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ინკლუზიური დებატების შედეგია. სწორედ ამიტომ მოვუწოდებდით საბჭოს, გადაედო შეხვედრა, მისი გადადება ივლისამდეა შესაძლებელი. იქამდე ბევრი დროა, რაც რეფორმის გატარების საშუალებას იძლევა, რაც მართლმსაჯულებას უფრო ძლიერს და დამოუკიდებელს გახდის. სწორედ ამას მოვუწოდებდით და ვიმედოვნებთ, რომ საბჭო ამას გაითვალისწინებს და გადაავადებს შერჩევის პროცესს“, – განაცხადა დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები