კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 43 სტუდენტი მაგისტრატურაზე ისწავლის

   საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის 43 სტუდენტი კვალიფიკაციის ასამაღლებლად მაგისტრატურაზე ისწავლის. „სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ მიზანია, ახალგაზრდების წახალისება. სწორედ ამიტომ, ქართველი სტუდენტები კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით სწავლას ყოველწლიურად სხვადასხვა უნივერსიტეტებში გააგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები