მეტროსადგურები „ვაჟა-ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“, ტექნიკური ხარვეზის გამო, მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება
მეტროსადგურები „ვაჟა-ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“, ტექნიკური ხარვეზის გამო, მგზავრთა მიღებაზე დროებით დაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ხორციელდება ზონალურად, მეტროსადგურ „სადგურის მოედნიდან“ „დელისამდე“ და – პირიქით. როგორც მერიაში აცხადებენ, თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეუფერხებლად ემსახურება.
„ადგილზე ტექნიკური ჯგუფი მუშაობს, რომელიც აღნიშნულ პრობლემას დროულად აღმოფხვრის. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.