არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით ცესკო-ში შეხვედრა მიმდინარეობს
არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით ცესკო-ში შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრას “ქართული ოცნებისა” წარმომადგენლები, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წევრები და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებიან.
შეხვედრაზე ტექნოლოგიები გამოყენების შესაძლებლობის რამდენიმე ვარიანტი განიხილება.
კერძოდ, ხმის დათვლის პროცესში ელექტრომთვლელების გამოყენება, ასევე დათვლის პროცესის კამერით, ლაივ რეჟიმში გადაღება.
საუბარია ასევე ბიულეტენების ე.წ. QR კოდით აღჭურვაზე, რომელიც ერთგვარი დამცავი მექანიზმი იქნება ე.წ. კარუსელების წინააღმდეგ.