დონბასში 21-22 მაისს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10-ჯერ დაირღვა – დაჭრილია რამდენიმე ჯარისკაცი

დონბასში, 21-22 მაისს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10 ჯერ დაირღვა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციული შტაბი ავრცელებს.

მათი ცნობით, უკრაინულ პოზიციებზე 21 მაისს 8-ჯერ განხორციელდა იერიში, რის შედეგადაც სამი ჯარისკაცი დაიჭრა.

შტაბის ინფორმაციით, მათ მოწინააღმდეგეებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს, ინციდენტების შესახებ კი ეუთოს ეცნობა. უკრაინის ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფი „აღმოსავლეთი“ ასევე ავრცელებს ინფორმაციას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შესახებ. ჯგუფის მიერ ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათი მოქმედების არეალში მოწინააღმდეგე მხარემ 22 მაისს ცეცხლი გახსნა. უკრაინულ პოზიციაზე სნაიპერების იერიშის შედეგად, უკრაინელი ჯარისკაცი დაიჭრა, რომლის მდგომარეობა მძიმეა.

უკრაინის მხარე აცხადეს, რომ საპასუხო ცეცხლი მათაც გახსნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები